„როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება“ - საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა პირმა დატოვა
სებ-იდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში, დღეს ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა დაწერა.
„როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება“ - დაწერა ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძისათვის საერთაშორისო სანქცირების ჯერ მიერთების და შემდეგ მოხსნის ფონზე საბჭო სამმა წევრმა დატოვა - ნიკოლოზ გაგუა, არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავამ, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტები არიან. რობერტ სინგლეტარს კი, უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდის. ამასთან, ამ გადაწყვეტილების გამო პოსტი დატოვა სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა - გიორგი ბაქრაძემ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი თანამდებობა - „პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია უსაფრთხოების საკითხებში“ სწორედ აღნიშნული მოვლენების შემდეგ გაჩნდა. აღნიშნულ თანამდებობაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა, რომელსაც 2012 წლიდან სებ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა.