სოფი ლორენი დაეცა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო - რას წერს ლეგენდარულ მსახიობზე მისი ქართველი სარძლო? - კვირის პალიტრა

სოფი ლორენი დაეცა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო - რას წერს ლეგენდარულ მსახიობზე მისი ქართველი სარძლო?

იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი სოფი ლო­რე­ნი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის გამო, სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. 89 წლის მსა­ხი­ობს ბარ­ძა­ყის არე­ში რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ან­დრეა გი­უს­ტიმ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და.

მან ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სოფი ლო­რე­ნის ორი­ვე ვაჟი, კარ­ლო და ედო­არ­დო პონ­ტე­ბი დე­დას­თან ერ­თად არი­ან.

გი­უს­ტიმ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერს" გა­ნუ­ცხა­და, რომ ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ”ახლა მას სჭირ­დე­ბა დას­ვე­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა”, - დას­ძი­ნა მან.

26 სექ­ტემ­ბერს ლო­რე­ნი იტა­ლი­ის ქა­ლაქ ბა­რი­ში სა­კუ­თა­რი რეს­ტორ­ნის გახ­სნას უნდა დას­წრე­ბო­და. მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლო­ბის რეს­ტო­რან­მა ლო­რე­ნის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

"დღეს ჟე­ნე­ვა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში და­ე­ცა ქალ­ბა­ტო­ნი ლო­რე­ნი, რო­მელ­საც ბარ­ძა­ყის მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მას ახლა მო­უ­წევს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მოკ­ლე პე­რი­ო­დის გავ­ლა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი. სა­ბედ­ნი­ე­როდ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა და ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან მალე ჩვენ­თან დაბ­რუნ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია პოს­ტში.

მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს მისი ვა­ჟის, კარ­ლო პონ­ტის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლიც.

"ბევ­რი მე­სი­ჯი შე­მომ­დის, ამი­ტომ ბო­დიშს გიხ­დით, ცალკ-ცალ­კე ვერ გპა­სუ­ხობთ. ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფია თავს ახლა კარ­გად გრძნობს და უფ­ლის წყა­ლო­ბით, ოპე­რა­ცი­ა­მაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის“, - წერს მა­რი­ა­მი.