"მეხუთე დღეა, აღარ დამთავრდა ამ ქალის კრიტიკა!" - თეა წულუკიანი ნინო სუხიშვილის ვიდეოს ეხმაურება
"როგორ რბილად ლაპარაკობს... მეხუთე დღეა, აღარ დამთავრდა ამ ქალის კრიტიკა!" - ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს და ნინო სუხიშვილის ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეო, რომელშიც ნინო სუხიშვილის ანსამბლის წევრებთან მკაცრი საუბარი ასახული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილს მისი მკაცრი ტონი არ მოსწონს, ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა მისაღებია, რადგან ასე მიიღწევა დისციპლინა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ანსამბლს ყოველთვის საუკეთესო შედეგი ჰქონდეს.