მე ჩამოგიყვან და გაგაოცებ....
მე ჩამოგიყვან და გაგაოცებ....
ახალ წლამდე, ძველი ფოტოების დახარისხება გადავწყვიტე. . . მთელი ოჯახის ამბებია, ფონად კი მთელი ქვეყნის. . . სახლები და ქუჩები, აგარაკები და ადამინები, რომლებსაც მე უკვე ვერ ვცნობ . . . ქუჩები და სახლები კი მაინც ნაცნობია.…. . ზოგი ცოტა შეცვლილი მაგრამ ჩემების სახლს ხომ ვცნობ...
იქ საიდანაც ერთი კვირის წინ ჩამოვედი, ვინმე ჩემხელა იგივე რამეს რომ აკეთებდეს, თავისი ბაბუის სახლს ნამდვილად ვერ იპოვიდა. . .
დუბაიდან დავბრუნდი . . . დუბაიში მოხვედრა დღეს ძალიან ადვილია....
flydubai -ის დაბალი ფასები, სულ რაღაც სამიოდე საათი და ზამთრიდან ზაფხულში და. . . მომავალშიც აღმოჩნდები.
ქალაქი, რომელიც 40 წლის წინ ბამბუკის ქოხმახებით იყო სავსე, მარგალიტის მაძიებლებს თოკმობმული აყვინთინებდა და უდაბნოს ქარებს მარტივი ტილოს კონსტრუქციის უმკლავდებოდა დღეს საჩვენებელ გამოსვლას აწყობს....
დუბაი კი არ შენდება, ცაში მიიწევს.... შენობები სიმაღლით და კონსტრუქციით ეჯიბრებიან ერთმანეთს – ყველაზე მაღალი და ყველაზე მაგარი....
162 სართულიანი მსოფლიოში უმაღლესი BURJ KHALIFA და მის წინ ყველაზე დიდი შადრევანი, რომელიც ისე იფრქვევა მუსიკის თანხლებით, თითქოს მართლაც აღმოსავლურ ცეკვას ასრულებს... მცენარეები ჩამოაქვთ და საგულდაგულოდ ახარებენ, ფარშევანგები შენს წინ კუდს ათასფრად შლიან...
დუბაიმ ყველაფრით უნდა მოგხიბლოს, რომ განსხვავებული იყოს და დაუვიწყარიც... ოღონდ მოგხიბლონ და რას არ აკეთებნ –პრესტიჯულ გოლფის და ტენისის ტურნიტებს, საცხენოსნო შეჯიბრებებს, “შოფინგ” ფესტივალებს.... Dubai Mall - მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია, 1200 მაღაზიით და ყველაზე დიდი აკვარიუმით, რომელსაც უზარმაზარი სათვალიერო ეკრანი აქვს (რა თქმა უნდა ყველაზე დიდი). აკვარიუმის ქვეშ გვირაბია საიდანაც 33 ათას სხვადასხვა ტიპის წყლის არსებები შენს თავზე და გარშემო დაცურავენ, მათ შორის ვეფხისებრი ზვიგენები და სკატებსიც სულ ახლოს შეგიძლია ნახო.
ემირატების სავაჭრო ცენტრში აზიაში პირველი ხელოვნური სათხილამურო კომპლექსია. უცებ ალპებში მოხვდები, 5 სხვადასხვა ტიპის ფერდობი, 90 მეტრიანი სნოუბორდით დასაშვები და საციგაო ფერდობიც. ტემპერატურა სულ 1-6 გრადუსია.
სასტუმროებიც ძალიან ბევრია და ძალიან კარგი. ძალიან ძვირიც და სულაც არა. ძალიან ნაცნობი და გამოცდილი ბრენდებიც. Hilton Jameira - ში ვცხოვრობდი, ძალიან ლამაზ ადგილას. ჩემი კომფორტული ოთახის აივანი სპარსეთის ყურეს გადასცქეროდა და ყველაზე პოპულარულ სასეირნო ადგილს. მარტო ხალხი კი არა, აქ მანქანებიც საჩვენებელ გამოსვლას აწყობდა და ისეთები ვნახე მხოლოდ ჟურნალებში რომ მიმიკრავს თვალი.
უდაბნო და უდაბნოს რალიც ერთ-ერთ ყველაზე სოსაოცარი შთაბეჭდილებაა. აქლემების ტაატი და ჯიპების საშიში ვირაჟები, სიჩქარე და ქვიშის დიუნებზე ფეხშიშველა სიარული.... და ულამაზესი მზის ჩასვლა...
მოკლედ დუბაი საოცრებაა.....
მე ჩამოგიყვან და გაგაოცებ – ალბათ ასეთი უნდა იყოს flaydubai – ის სლოგანი.... და თანაც, თუ სადმე აზიის სხვა ქვეყნის ნახვაც გინდა ან საქმე გაქვს აქედან ესეც ყველაზე ადვილია... თუ ხეტიალი გიყვარს და ცნობისმოყვარე ხარ – გზა გაადვილებულია. ადვილი გზა კი სურვილებსაც ადვილად ასრულებს....
და ეს არაფერი არ იყო სულ ახლახან...
რა იყო 40 წლის წინ?... არაფერიც არ იყო. . . და ვერც ფოტოებით აღიდგენდა რაიმეს, ჩემხელა დუბაელი თავის ბაბუის ფოტოალბომიდან....……