"2 შვილი დარჩა, მათზე გადამკვდარი დედა იყო...მართან გაშორებული არ იყო, მაგრამ გაშორება უნდოდა" - რას ჰყვებიან ბოლნისში, ქმრის მიერ მოკლულ ქალზე?
ტრაგედია მოხდა ქალაქ ბოლნისში, სადაც 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ამ შემზარავ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ბავშვი ცდილობდა მოჩხუბარი მამის გაჩერებას, რა დროსაც მან დაზიანება ფეხის არეში მიიღო, საბედნიეროდ, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რაც შეეხება მამაკაცს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. იოანე კაზაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი საზღვარგარეთ წასვლას უკავშირდებოდა. ადგილობრივების ცნობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლა მოკლულ ქალს სურდა, ქმარი კი, რუსეთიდან საქართველოში ახალი ჩამოსული იყო.
AMBEBI.GE მოკლული ქალის, ნაზი ამბარცუმიანის ახლობლებს ესაუბრა:
"ნაზი 2 წლის წინ გავიცანი, "ეივონში" მუშაობდა და პროდუქციას ვუკვეთავდი. ძალიან კარგი გოგონა იყო. 2 შვილი ჰყავს, გოგონა და ბიჭი. რაც ვიცნობ, მის ცხოვრებაში ქმარი არ მინახავს. სულ მარტოს ვხედავდი, გარეთაც და სახლში. სულ მუშაობდა, სულ საქმეებზე დარბოდა, შვილებზე გადამკვდარი დედა იყო" - ამბობბს ერთ-ერთი ახლობელი.
"ეს ამბავი ჩემთვის უდიდესი შოკი იყო. ნაზი ძალიან ჩაკეტილი გოგო იყო. თავის პირადზე არ საუბრობდა. როგორც ვიცი, ქმართან გაშორებული არ იყო, მაგრამ გაშორება უნდოდა. იხილეთ სრულად