"მე ვარ ცუდად და მაზოლზე ფეხს მაჭერენ..." - როგორ პასუხობს ენი გასიევა გიორგი ყიფშიძის ბრალდებას? - კვირის პალიტრა

"მე ვარ ცუდად და მაზოლზე ფეხს მაჭერენ..." - როგორ პასუხობს ენი გასიევა გიორგი ყიფშიძის ბრალდებას?

ენი გა­სი­ე­ვა AMBEBI.GE-სთან ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, მსა­ხი­ო­ბის გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს. fortuna.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი ყო­ფილ ცოლ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ენი ბავ­შვებს ხში­რად არ ნა­ხუ­ლობს. ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყიფ­ში­ძე ენი­ზე ამ­ბობს, რომ „ქლა­ბე­რი“ გო­გოა და აღარ მოს­წონ­და, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო კლუბ­ში წას­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ორი თვის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გი­ორ­გი ყოფ­ში­ძე მე­სა­მე ცოლს და­შორ­და. თუმ­ცა ამ ამ­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ­დე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე მკერ­დზე მა­მა­კაცს კოც­ნი­და. ვი­დე­ოს იმ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ გი­ორ­გის დამ, ლე­ნუ­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ენი გა­სი­ე­ვა მათი რძა­ლი აღარ იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ გა­სი­ე­ვა და ყიფ­ში­ძე, რომ­ლე­ბიც ორ სა­ერ­თო შვილს ზრდიდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე თვის და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ქალი ბი­ნის არ­ქო­ნის გამო, ისევ ყო­ფილ ქმარ­თან ცხოვ­რობ­და. მომ­ხდა­რის შემ­დეგ ანიმ გი­ორ­გის სახ­ლი და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მე­გო­ბარ­თან გა­და­ვი­და. სა­ერ­თო შვი­ლე­ბი კი ჯერ­ჯე­რო­ბით მა­მას­თან რჩე­ბი­ან.

- ენი, ალ­ბათ გა­ე­ცა­ნით უკვე თქვე­ნი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც თქვენ­ზეც სა­უბ­რობს.

- არ ვიცი, არ მი­ნა­ხავს.

- შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი წა­გი­კი­თხოთ?

- დიახ.

- ენი, გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ ბავ­შვებ­თან ერთი თვეა არ ყო­ფილ­ხართ, „ქლა­ბე­რი გო­გოა, მოვა ცოტა ხანს, ბავ­შვებს და­ი­ჭერს ხელ­ში და ვე­ღარ ძლებს, მა­ლე­ვე იღ­ლე­ბა და მი­დის“

მა­გას უარ­ვყოფ რა თქმა უნდა, სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა. ბო­ლოს გუ­შინ ვნა­ხე და გუ­შინდლამ­დე სამი დღით ადრე. ახლა ისე­თი პე­რი­ო­დი მაქვს, რომ ვლაგ­დე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის სი­მარ­თლე. ყვე­ლა­ფე­რი ვერ არის ისე და­ლა­გე­ბუ­ლი, რო­გორც უნდა იყოს. ადა­მი­ანს და­სა­ლა­გებ­ლად სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მერე გაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც, რომ ბავ­შვი შენ­თან წა­მო­იყ­ვა­ნო, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ და არ მეს­მის რა­ტომ სა­უბ­რობს ასე, სრუ­ლი მა­რაზ­მია რა­საც ამ­ბობს. იხილეთ სრულად