ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 68-ს შეადგენს, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 21 ცხედარი.

ამასთან, დაშავებულია 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

"ინტერპრესნიუსი"