ერაყში, ქორწილში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 100 ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ ერაყში საქორწილო წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, მინიმუმ 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსხვერპლთა შორის სიძე და პატარძალიც არიან.
შემთხვევა ერაყის ჩრდილოეთ ნინევეს პროვინციაში, ალ-ჰამდანიას რაიონში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ის ფეიერვერკის დანთების შემდეგ გაჩნდა.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ ინციდენტის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველა ძალისხმევა გამოიყენონ. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
"ინტერპრესნიუსი"