"რამდენჯერმე ესროლეს. უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთი ავანთე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე - ჟიული" - კვირის პალიტრა

"რამდენჯერმე ესროლეს. უმეორებდნენ, მაგრამ არაფრით დაიჩოქა... უცნაური სახელი ერქვა, რომ არ დამვიწყებოდა, ასანთი ავანთე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე - ჟიული"

  • სო­ხუ­მი, 1993 წელი, 27 სექ­ტემ­ბე­რი

ყა­ბარ­დო­ელ­თა სა­დაზ­ვერ­ვო-საშ­ტურ­მო ჯგუ­ფი მ. შო­რო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, აფხა­ზე­ბის სხვა და­ნა­ყო­ფე­ბის მსგავ­სად, ცდი­ლობ­და, მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბას მი­ახ­ლო­ე­ბო­და. დი­ლის 9 სა­ათ­ზე, რო­დე­საც ჯგუ­ფი ქუ­ჩა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და რა­ცი­ით გა­და­ი­ცა ცნო­ბა: "77-ე, გა­და­ად­გილ­დით მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს­კენ, იგი უკვე აღე­ბუ­ლია". ცენ­ტრა­ლუ­რი კორ­პუ­სის ზედა სარ­თუ­ლე­ბი­დან და მარ­ჯვე­ნა ფლი­გე­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ფან­ჯრე­ბი­დან ჯგუფს ტყვი­ამფრქვე­ვე­ბი­დან და ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი და­იქ­საქ­სნენ და თავ­შე­საფ­რებ­ში გა­და­ი­მალ­ნენ. მალე შე­ნო­ბის თავ­ზე და მის წინ აღ­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბი და­ი­ნა­ხეს. ცხა­დი გახ­და, რომ შე­ნო­ბა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი იყ­ვნენ. შტურ­მი 10:30 სთ-ზე შე­ნო­ბის მარ­ჯვე­ნა მხრი­დან და­ი­წყო. შე­ნო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი კორ­პუ­სის ზედა სარ­თუ­ლე­ბი­დან ყა­ბარ­დო­ე­ლებს უკ­რა­ი­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია УНА-УНСО-ს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ეს­როდ­ნენ. მათი სნა­ი­პე­რუ­ლი ცე­ცხლის ჩახ­შო­ბას ყა­ბარ­დო­ელ­თა ჯგუ­ფის მე­ტყვი­ამფრქვე­ვე და სნა­ი­პე­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ. ქვე­და სარ­თუ­ლე­ბი­დან და მარ­ჯვე­ნა ფლი­გე­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ფან­ჯრე­ბი­დან ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის წევ­რი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და აფხა­ზე­თის სა­ო­კუ­პა­ციო მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ის­როდ­ნენ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას თა­ოს­ნო­ბით (და­ახ­ლო­ე­ბით 150 კაცი). მალე შტურ­მი გა­ნახ­ლდა.

k-soxumis-dacemampg-20160927-212408108-41831-1695801810.jpg

შტურ­მის და­წყე­ბი­დან 4,5 სა­ათ­ში მარ­ცხე­ნა ფლი­გე­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ერთ-ერთ ფან­ჯა­რა­ში თეთ­რი პირ­სა­ხო­ცი გა­მო­ფი­ნეს. კი­დევ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­ნო­ბი­დან უია­რა­ღო ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და ხელ­ში თეთ­რი პირ­სა­ხო­ცით. მას­თან, ასე­ვე უია­რა­ღოდ, მ. შო­რო­ვი და ა. ში­ხა­ლი­ე­ვი მი­ვიდ­ნენ. მომ­ლა­პა­რა­კე­ბელ­მა მათ ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას წი­ნა­და­დე­ბა გა­დას­ცა, მათ­თვის დე­რე­ფა­ნი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ­ლი­თაც ქა­ლა­ქი­დან გა­ვი­დოდ­ნენ, თუმ­ცა მას უპა­სუ­ხეს, რომ მი­სა­ღე­ბია მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბა: "ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ტყვედ ბარ­დე­ბი­ან, დაჭ­რი­ლებს გა­ე­წე­ვათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში 15 წუთ­ში შტურ­მი გა­ნახ­ლდე­ბა და მათ გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ". ამის შემ­დეგ 15-20 წუთ­ში გა­მო­სულ­მა იგი­ვე მომ­ლა­პა­რა­კე­ბელ­მა ყა­ბარ­დო­ე­ლებს ამ­ცნო, რომ შარ­ტა­ვა თა­ნახ­მა იყო, ჩა­ბა­რე­ბო­და მხო­ლოდ ყა­ბარ­დო­ე­ლებს. შო­როვ­მა და ში­ხა­ლი­ევ­მა სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შტურმ­ში მხო­ლოდ ყა­ბარ­დო­ე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. რო­დე­საც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მომ­ლა­პა­რა­კე­ბელ­თან ერ­თად შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავიდ­ნენ, იქ ერთ ოთახ­ში დარ­ჩე­ნილ­მა ქარ­თველ­მა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა (და­ახ­ლო­ე­ბით 30 კაცი) და სა­ო­კუ­პა­ციო მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა ია­რა­ღი­სა და ამუ­ნი­ცი­ის ია­ტაკ­ზე დაყ­რა და­ი­წყეს. რო­დე­საც გა­ა­არ­კვი­ეს, რო­მე­ლი იყო ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, შო­როვ­მა მას გა­მო­უ­ცხა­და, - თქვენ და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ­თო. შარ­ტა­ვამ ითხო­ვა, გა­ნე­მარ­ტათ, ვინ იყ­ვან­და ტყვედ. შო­როვ­მა უპა­სუ­ხა: "ყა­ბარ­დო­ელ­თა ჯგუ­ფის მე­თა­უ­რი, აფხა­ზუ­რი არ­მი­ის მა­ი­ო­რი შო­რო­ვი". შარ­ტა­ვამ ია­რა­ღი ჩა­ა­ბა­რა (გე­ნერ­ლის ვერ­ცხლის­ფე­რი პის­ტო­ლე­ტი და მოკ­ლე ავ­ტო­მა­ტი), ასე­ვე გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის მოწ­მო­ბა. თა­ვი­სი სა­ბუ­თი ჩა­ა­ბა­რა სო­ხუ­მის მერ­მა გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ა­მაც. მათ გარ­და, ჩა­ბარ­დნენ სა­ო­კუ­პა­ციო მთავ­რო­ბის პო­ლი­ცი­ი­სა და კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სე­ბი. შარ­ტა­ვამ ჩა­წე­რა თა­ვის ბლოკ­ნოტ­ში, ვის მიერ და რა ვი­თა­რე­ბა­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩა­ბარ­და 26 ქარ­თვე­ლი სპეც­რაზ­მე­ლიც. ტყვე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ისი­ნი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა და მუდ­მი­ვად ატყო­ბი­ნებ­და მათ­კენ მი­მა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად, არც იყო და­გეგ­მი­ლი. რო­დე­საც შე­ი­ტყვეს, რომ ეს ტყუ­ი­ლი იყო, უკვე გვი­ა­ნი იყო. 14:30 სთ-ზე ყა­ბარ­დო­ე­ლი მებ­რძო­ლე­ბი აბა­ე­ვი და ხა­გა­ჟე­ე­ვი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე აძ­ვრნენ და აფხა­ზუ­რი დრო­შა აღ­მარ­თეს წარ­წე­რით: "ყა­ბარ­დო­ელ­თა ჯგუ­ფი. 27.09.1993". და­ი­წყეს ტყვე­თა გაყ­ვა­ნა მარ­ცხე­ნა ფლი­გე­ლის სა­დარ­ბა­ზო­დან. მო­ე­და­ნი სავ­სე იყო აფხა­ზუ­რი ჯა­რის სხვა­დას­ხვა შე­ნა­ერ­თე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით. ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი "Аяайра!" ("გა­მარ­ჯვე­ბა»" - აფხა­ზუ­რად), ის­როდ­ნენ ჰა­ერ­ში... სო­ხუ­მი და­ცე­მუ­ლი იყო...

soxumisdacenma-41842-1695801893.jpg
1993 წლის 27 სექ­ტემ­ბე­რი

  • თბი­ლი­სი, 1994 წელი

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის სა­ხელ­ზე აფხა­ზე­თი­დან სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლი მო­ვი­და. წე­რი­ლის ავ­ტო­რი აფხა­ზი გლე­ხი იყო. წე­რილ­ში ეწე­რა, რომ 27 სექ­ტემ­ბერს, ტყი­დან შეშა მოჰ­ქონ­და და ამ დროს და­ი­ნა­ხა, ხი­დის ქვეშ ადა­მი­ა­ნებს რომ ხვრეტ­დნენ. მათ შო­რის ერთ-ერთს უყ­ვი­როდ­ნენ და­ი­ჩო­ქეო და ის უც­ნო­ბი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ იჩო­ქე­ბო­და. "რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს. ისევ უმე­ო­რებ­დნენ, მაგ­რამ არაფ­რით და­ი­ჩო­ქა... ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა მის­მა საქ­ცი­ელ­მა, უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი ერ­ქვა, რომ არ დამ­ვი­წყე­ბო­და, ასანთს წა­ვუ­კი­დე და ნამ­წვა­ვით კო­ლოფ­ზე დავ­წე­რე მისი სა­ხე­ლი - ჟი­უ­ლი", - ეწე­რა წე­რილ­ში.

"ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა! რად­გან სამ­შობ­ლო­სათ­ვის ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­თვის აქვს აზრი!"მან გა­მორ­ჩე­უ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სი­ტყვი­სა და საქ­მის თა­ნაბ­რად ერ­თგუ­ლი კა­ცის სახე შექ­მნა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში და ქე­დუხ­რე­ლად შე­ე­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლას.

jiuli2222-42011-1695801810.jpg

ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი:

"მე ისე­თი და­მო­უ­კი­დე­ბელ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხრე ვარ, სა­დაც პი­როვ­ნე­ბის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, და ამას­თა­ნა­ვე, იქ­ნე­ბა წეს­რი­გი, იზე­ი­მებს კა­ნო­ნი, მომ­ხრე ვარ ისე­თი სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა და აღ­მა­ვა­ლი სუ­ლი­ე­რი სფე­რო­ე­ბი, სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვის უნა­რი­ა­ნო­ბა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მტკი­ცე და სა­ი­მე­დო სა­ზღვრე­ბი...

ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა! რად­გან სამ­შობ­ლო­სათ­ვის ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­თვის აქვს აზრი! ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­ვიც­დი...ვიცი, რას ნიშ­ნავს როცა სამ­შობ­ლოს უჭირს... ვიცი, რას ნიშ­ნავს როცა ქვეყ­ნის შიგ­ნით ერ­თი­ა­ნო­ბა არ არის...ვიცი, უთაო მე­თა­უ­რო­ბის ამ­ბა­ვიც... ვიცი, რო­გორ მივ­დი­ო­დით აფხა­ზე­თის ომის­კენ. ვიცი, რა­ტომ ვერ გა­ვერ­თი­ან­დით, როცა და­პირსპი­რე­ბის დრო­საც კი, ვი­ცო­დით, რომ ორი­ვე მხა­რეს სა­ქარ­თვე­ლო იყო! ვიცი, ჩვე­ნი თა­ო­ბის ამ­ბე­ბიც... მათ, ჩემ­სა­ვით ატ­კი­ნეს გული. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში "დი­დო­ბა“ არ აღირ­სეს და დი­დო­ბა­ში ახალ­გაზ­რდო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც და­ლაგ­დე­ბა...გა­მოც­დი­ლე­ბას, აზ­როვ­ნე­ბას, წლებს და კა­ცო­ბას, ფასი მა­ინც და­ე­დე­ბა!“ (გააგრძელეთ კითხვა)