"ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი სტაცა" - უმშვენიერესი მეუღლე და ტრაგიკული შემთხვევა ილიკო სუხიშვილის ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

"ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი სტაცა" - უმშვენიერესი მეუღლე და ტრაგიკული შემთხვევა ილიკო სუხიშვილის ცხოვრებაში

ილიკო სუხიშვილს, ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეულ წარმომადგენელს, საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ უმცროს ილიკო სუხიშვილს ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია აქვს.

ქორეოგრაფი დაოჯახებული იყო უმშვენიერეს მოცეკვავეზე, გვანცა შერგელაშვილზე. 2001 წელს მომხდარი ამბავი კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ზუსტად 21 წლის წინ, 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ვენესუელაში, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე, 21 წლის გვანცა მოკლეს.

გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ სიგარეტი გაუთავდათ, რის გამოც სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ დაკეტილი დახვდათ. სამაგიეროდ, უთხრეს, რომ იქვე, სულ რაღაც 300 მეტრში, კაფე იყო, სადაც მათ ყველაფრის შეძენა შეეძლოთ.

სწორედ ამ დროს, როდესაც ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, თავს დაესხნენ მძარცველები. ისინი სამნი იყვნენ. ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს მიუშვირა. მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა. მძარცველები მათთვის უცხო ენაზე საუბრობდნენ, რის გამოც არაფერი ესმოდათ.

ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი სტაცა. ილიკომ მას ხელი მოხვია და უკნიდან გადაეფარა. ხოლო წინიდან გვანცას ერთ-ერთი მეგობარი ფარავდა. მძარცველებმა სამჯერ გაისროლეს. (გააგრძელეთ კითხვა)