"როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლებელია განშორება სჯობდეს" - ნიკა მელია "ნაცმოძრაობას" ტოვებს?!
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მთელი ქვეყნიდან თანამოაზრეები შეიკრიბებიან და მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმსჯელებენ.
„თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან ვიკრიბებით და ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე არ ვაპირებ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილზე, დავით კეზერაშვილზე, საკმარისი ვილაპარაკეთ ერთმანეთზე და არც თუ ისე პოზიტიურ კონტექსტში. მიზანი და ამოცანა სულ სხვაა. როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლებელია განშორება სჯობდეს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი, არც 10, 20 და 30 ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ ვთანხმდებით, რომ საერთო მიზნის გარშემო ერთ ორბიტაზე აუცილებლად ვიქნებით“, -განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარის არხის“ ეთერში.