სად გაქრა ქართველი ახალგაზრდა? - ნეაპოლში ოჯახი 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილს ეძებს: "მიშველეთ, დამეხმარეთ, იქნებ ცოცხალი და უვნებელი ვიპოვო ჩემი ვანიკო" - კვირის პალიტრა

სად გაქრა ქართველი ახალგაზრდა? - ნეაპოლში ოჯახი 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილს ეძებს: "მიშველეთ, დამეხმარეთ, იქნებ ცოცხალი და უვნებელი ვიპოვო ჩემი ვანიკო"

მე-5 დღეა, რაც იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში ქარ­თველ მა­მა­კაცს ეძე­ბენ. 29 წლის ვა­ნი­კო ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კვა­ლი შა­ბათ შუ­ა­დღის შემ­დეგ იკარ­გე­ბა. ის ნე­ა­პოლ­ში მე-6 წე­ლია ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ambebi.ge ვა­ნი­კოს მე­უღ­ლეს ფიქ­რია გო­გა­ტიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც სამ შვილ­თან ერ­თად ეძებს მე­უღ­ლეს და დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

"ვა­ნი­კოს მო­ლო­დინ­ში ვარ, ვუძ­ლებ... აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არა­ფე­რია ახა­ლი. გუ­შინ ცენ­ტრა­ლურ მორ­გში წა­ვე­დი, რად­გან ჩემს მე­უღ­ლეს არ ჰქონ­და პას­პორ­ტი, ვი­ფიქ­რე, იქ ხომ არ იყო. ქა­ლაქ­ში უსაფრ­თხო გა­რე­მო არ არის, საკ­მა­ოდ სა­ში­შია თან ატა­რო სა­ბუ­თე­ბი, იპა­რა­ვენ ტე­ლე­ფო­ნებს, ჩან­თებს მხარ­ზე აჭ­რი­ან... გახ­ში­რე­ბუ­ლი ქურ­დო­ბის ფონ­ზე, პო­ლი­ცი­ის რე­ი­დე­ბიც ხში­რია - ყვე­ლას აჩე­რე­ბენ, ჩხრე­კენ, ამოწ­მე­ბენ, თან პას­პორ­ტი თუ არა, მისი ასლი მა­ინც უნდა გქონ­დეს. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­ბუ­თე­ბის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი გახ­და, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბევ­რი ქურ­დო­ბა ხდე­ბა. ადრე ვა­ნი­კოც გა­ქურ­დეს, ჩან­თა წა­არ­თვეს და მას მერე ტე­ლე­ფონ­საც აღარ ატა­რებ­და, ზე­პი­რად კი არა­ვის ნო­მე­რი არ იცის, ჩე­მიც კი.

ვა­ნი­კო ნე­ა­პოლ­თან ახ­ლოს, პო­მი­ლი­ა­ნო დარ­კო­ში მუ­შა­ობ­და მო­ხუ­ცის მომ­ვლე­ლად, ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბათ შუ­ა­დღის ჩათ­ვლით იქ იყო, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ თა­ვი­სი სე­ნი­ო­რა აცი­ლებ­და ნე­ა­პოლ­ში, რო­მე­ლიც 40 წუ­თის სა­ვალ­ზეა. იმ დღე­საც ასე მოხ­და. ვა­ნი­კოს სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლა უნ­დო­და და მისი შემ­ცვლე­ლიც მოვ­ძებ­ნეთ. ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შაო ჰქონ­და, 24 სა­ა­თი არ ეძი­ნა, პარ­კინ­სო­ნი­ან ბაბუaს უვ­ლი­და, რო­მე­ლიც სულ გვერ­დში ყოფ­ნას თხოვ­და. ამ უძი­ლო­ბამ მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და ამი­ტომ აპი­რებ­და წა­მოს­ვლას. როცა იმ ოჯა­ხი­დან გა­მო­ვი­და, ვა­ნი­კომ მისი შემ­ცვლე­ლი ნახა, მერე ჩემს მე­გო­ბარ­თან შე­ი­ა­რა სახ­ლში. ვი­ნა­ი­დან ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და, მე­გო­ბარს ვთხო­ვე, და­ა­რე­კი­ნე ჩემ­თან-თქო. ვი­ცო­დი, ვა­ნი­კოს ხელ­ფა­სის ნა­წი­ლი უნდა მო­ე­ტა­ნა და შევ­თან­ხმდით, ერ­თმა­ნეთს ბა­ზარ­თან შევ­ხვედ­რო­დით (9 თვის ბავ­შვი გვყავს, პამ­პერ­სე­ბი და ოჯა­ხის­თვის პრო­დუქ­ტი უნდა შეგ­ვე­ძი­ნა). მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, გა­მო­ვი­დაო, გზად ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი - ლე­ვა­ნი უნა­ხავს და მის­თვი­საც უთ­ქვამს, დე­და­შენს უნდა შევ­ხვდე ბა­ზარ­შიო. დათ­ქმულ ად­გი­ლას მი­ვე­დი და ვა­ნი­კო ვერ­სად ვნა­ხე, რამ­დენ­ჯერ­მე ავი­არ-ჩა­ვი­ა­რე ბა­ზარ­თან... აქე­დან იკარ­გე­ბა მისი კვა­ლი, მას შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და. (გააგრძელეთ კითხვა)