"კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ , რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს.." - კვირის პალიტრა

"კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ , რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს.."

ქართველი პიანისტი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

"კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ , რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს.ისიც იცოდეთ - ვინც ამ მარაზმის წინააღმდეგ ხმას არ იღებთ, ისტორიაში არც თუ ისე კარგად ეწერებით.და თან როგორ ჩანხართ ამ უსახო სიჩუმეში. და რა სიმახინჯეა ეს ყველაფერი." - წერია ტექსტში.

ცნობისთვის, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ.

ისინი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ.