აზერბაიჯანელებმა ერთ-ერთი მთავარი ყარაბაღელი სეპარატისტი რუბენ ვარდანიანი დააკავეს - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანელებმა ერთ-ერთი მთავარი ყარაბაღელი სეპარატისტი რუბენ ვარდანიანი დააკავეს

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. რუბენ ვარდანიანი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ყარაბაღიდან სომხეთში გადასვლას ცდილობდა.

„დღეს დააკავეს და ტყვედ აიყვანეს ჩემი ქმარი, რუბენ ვარდანიანი, ფილანტროპი, ბიზნესმენი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი. ის მაშინ დააკავეს, როდესაც ათასობით სხვა სომეხთან ერთად აზერბაიჯანული ოკუპაციისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ბლოკადის ათი თვის განმავლობაში ჩემი ქმარი სხვა ყარაბაღელებთან ერთად, გადარჩენას ცდილობდა. გთხოვთ, ილოცეთ, რომ ჩემი ქმარი გაათავისუფლონ“, - აცხადებს რუბენ ვარდანიანის მეუღლე ვერონიკა ზონაბენდი.