"გედია" და "ლიმონა" მძიმე სენს ერთ კლინიკაში ებრძვიან - როგორია სოსო ჯაჭვლიანისა და გია ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
მსახიობი და პოეტი გიორგი დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში სოსო ჯაჭვლიანისა და გია ბურჯანაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"სოსოს და გიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ღმერთმა მალე დააყენოს ორივე ჯანმრთელ ფეხზე.
"გედია"-სოსო და "ლიმონა" - გია საყვარელი გმირები და ზღაპარი პიროვნებები..." , - წერს გიორგი დარჩიაშვილი.
რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა გია ბურჯანაძემ ფართო საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. მსახიობის თქმით, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ახლა ოპერაციისთვის ემზადება.
როგორც ცნობილია, გია ბურჯანაძე სწორედ იმ კლინიკაში გადის მკურნალობას, რომელშიც სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება.
მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, აგვისტოს შემდეგ თურქეთში იმყოფება. ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Ambebi.ge-ს სოსოს მეუღლე, ირმა ჯაჭვლიანი ესაუბრა:
- ახლა თურქეთში ვართ, აგვისტოს შუა რიცხვებში წამოვედით და იმის მერე აქ ვართ. არ მინდა წინასწარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი, რადგან ეს ისეთი დაავადებაა, დაზუსტებით არც იცი, რა მოხდება. ჯერჯერობით, ნორმალურად ვართ, ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ საბოლოოდ, არ ვიცი...
- კლინიკაში წევს ბატონი სოსო?
- კლინიკაში ცხოვრება და იქ ყოფნა ძალიან ძვირი ჯდება. ერთი ღამე 1000 ევრო ღირს და შეუძლებელია იქ გაჩერება. იაფიანი ბინა გვაქვს ნაქირავები და აქ ვცხოვრობთ, საჭიროების შემთხვევაში, მივდივართ ხოლმე კლინიკაში.
- როგორ გრძნობთ თავს ბატონო სოსო, როგორ განწყობაზეა?
- მხნედ არის, სოსოს ის მომენტი არ ჰქონია, რომ დეპრესიულად ყოფილიყო. ქიმიიდან-ქიმიამდე ვართ, მოლოდინის რეჟიმში, როდის დასრულდება მკურნალობის კურსი.