"უფლისწული გიორგი 12 წლის გახდა!" - საქართველოს სამეფო სახლი - კვირის პალიტრა

"უფლისწული გიორგი 12 წლის გახდა!" - საქართველოს სამეფო სახლი

"უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი 12 წლის გახ­და!" - ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს გვერ­დი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლი - The Royal House of Georgia.

გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი 2011 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, ეს­პა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ მად­რიდ­ში და­ი­ბა­და, ის ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტის უპირ­ვე­ლეს პრე­ტენ­დენ­ტად მი­იჩ­ნე­ვა.

უფ­ლის­წუ­ლი არის და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი­სა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის შვი­ლი, რო­მე­ლიც გაჩ­ნდა 2010 წლის სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბით (მათ ჯვა­რი და­ი­წე­რეს 2009 წლის თე­ბერ­ვალს და გა­შორ­დნენ ამა­ვე წლის აგ­ვის­ტო­ში).

გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი პო­ტენ­ცი­უ­რად აერ­თი­ა­ნებს სა­მე­ფო ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის მუხ­რა­ნე­ლე­ბი­სა და გრუ­ზინ­სკე­ბის შტო­თა პრე­ტენ­ზი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს უწინ­დელ ტახ­ტზე. მას შემ­დეგ, რაც გი­ორ­გის მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წინ­დნენ, ის დე­დას­თან ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად ქვეყ­ნდე­ბა მისი მა­მა­მის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. (გააგრძელეთ კითხვა)