ვინ არის 34 წლის სტიქაროსანი, რომელიც ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა - კვირის პალიტრა

ვინ არის 34 წლის სტიქაროსანი, რომელიც ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­ჩელ­ში დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად 34 წლის მა­მა­კა­ცი დაიღუპა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი ზვი­ად ოთხო­ზო­რი­აა და იგი დარ­ჩე­ლის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის სტი­ქა­რო­სა­ნი იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.