თბილისში ავარიული შენობა ჩამოინგრა - კვირის პალიტრა

თბილისში ავარიული შენობა ჩამოინგრა

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ავარიული შენობის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული შენობა კერძო პირის საკუთრებაა.

მათივე განმარტებით, მფლობელის მხრიდან მერიაში შენობის გამაგრება-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიმართვიანობა არ ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"