"თვითმფრინავში ქალბატონი ნინო რამიშვილის გვერდზე აღმოვჩნდი...სახელოვან ბებიას მთელი გზის განმავლობაში ფეხებთან პლედს უკეცავდა" - რა ისტორია გაიხსენა ლალი მოროშკინამ?
პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ლეგენდარულ მოცეკვავე ნინო რამიშვილზე და უმცროსი თაობის ნინო სუხიშვილზე ისტორიას იხსენებს:
90-იანები იყო...მე ფრანკფურტიდან თბილისში ვბრუნდებიდი.ისე მოხდა, რომ თვითმფრინავში ქალბატონი ნინო რამიშვილის გვერდზე აღმოვჩნდი.ამ ისტორიული ქალის მხოლოდ ყურებაც დიდი ბედნიერება იყო.არასოდეს დამავიწყდება საოცრად მზრუნველი და მოსიყვარულე ნინო სუხიშვილი,რომელიც სახელოვან ბებიას მთელი გზის განმავლობაში ფეხებთან პლედს უკეცავდა და ეალერსებოდა.მერე, ჩვენი გზები არაერთხელ გადაიკვეთა.საქმიანი,მშრომელი,პრინციპული და საოცრად სამართლიანი ნინო,ყოველთვის დიდ პატივისცემას იმსახურებდა.მისი ცხოვრებისეული გზა საკმაოდ რთული და ეკლიანია...წელს,სამწუხაროდ მეუღლეც დაკარგა...იცის,რომ ბედისწერამ დიდი და რთული მისია არგუნა. ღირსება მისი ოჯახის სამარკო ნიშანია.ცეკვა-ცხოვრების აზრი", - წერს მოროშკინა "ფეისბუქზე".