"შე­ვე­ჩე­ხე სირ­თუ­ლე­ებს, ადა­მი­ა­ნებს, ვინც გული მატ­კი­ნეს. ამის გა­და­ხარ­შვა გა­მიძ­ნელ­და" - როგორია მომღერალ თამთა ჭელიძის ცხოვრება ახალი ფურცლიდან? - კვირის პალიტრა

"შე­ვე­ჩე­ხე სირ­თუ­ლე­ებს, ადა­მი­ა­ნებს, ვინც გული მატ­კი­ნეს. ამის გა­და­ხარ­შვა გა­მიძ­ნელ­და" - როგორია მომღერალ თამთა ჭელიძის ცხოვრება ახალი ფურცლიდან?

თამ­თა ჭე­ლი­ძე ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ხუთი წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, თუმ­ცა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბას არ ამ­ხელს. მომ­ღე­რა­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ებ­რძო­და დეპ­რე­სი­ას და ამა­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად სა­უბ­რობ­და.

თამ­თა ჭე­ლი­ძე წლე­ბის წინ, მსა­ხი­ობ ჯაბა კი­ლა­ძე­ზე გახ­ლდათ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მათი სა­ერ­თო კლი­პი კი, რო­მელ­შიც ლო­გი­ნის სცე­ნა იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, იმ­ჟა­მინ­დელ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა­ზე თა­მამ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნე­ო­და. სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა ბავ­შვის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა ორ­სუ­ლო­ბა თამ­თას­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდა, შემ­დეგ იყო პრობ­ლე­მე­ბი და ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე მომ­ღე­რა­ლი უკვე მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო.

ამ ამ­ბე­ბი­დან 15 წელი გა­ვი­და. თამ­თა­სა და ჯა­ბას სა­ერ­თო შვი­ლი - ლიზა ჰყავთ. ჯა­ბამ მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა, თამ­თამ კი თე­ატ­რი და­ტო­ვა, აღარც მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა შედ­გა და ხან­გრძლივ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და...

თამ­თა ჭე­ლი­ძე:

- ჩემი ხა­სი­ა­თი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იც­დე­ლო­ბის ბრა­ლიც იყო, მქონ­და ში­შე­ბი და კომ­პლექ­სე­ბი, რო­მელ­თა­გა­ნაც ზოგი ბავ­შვო­ბი­დან მო­დი­ო­და. ძა­ლი­ან ფა­ქი­ზად ვი­ყა­ვი გაზ­რდი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა და მშვე­ნი­ე­რი მეჩ­ვე­ნე­ბო­და. მერე შე­ვე­ჩე­ხე სირ­თუ­ლე­ებს, ადა­მი­ა­ნებს, ვინც გული მატ­კი­ნეს. ამის გა­და­ხარ­შვა გა­მიძ­ნელ­და. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ, გა­მო­ხატ­ვა მი­ჭირს. ჩემი ემო­ცი­ე­ბი უარ­ყო­ფი­ტად მიბ­რუნ­დე­ბო­და და მე მტან­ჯავ­და. ვის­წავ­ლე ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა, ყვე­ლაფ­რის­თვის თა­ვი­სი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა.

შო­უ­ბიზ­ნე­ში როცა ხარ, თან მე 12 წლი­დან ვი­ყა­ვი ამ სფე­რო­ში, იქ მრავ­ლად არის მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი მათი მხრი­დან, ვის­გა­ნაც არ ელი. შენც ვერ წახ­ვალ ყვე­ლა­ფერ­ზე სცე­ნა­ზე დგო­მის სა­ნაც­ვლოდ. ახლა ბევ­რი რამ გა­და­ვა­ფა­სე, რა­შიც ჩემი ახა­ლი პრო­ფე­სია და­მეხ­მა­რა. ის, რაც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ვერ გა­ვა­კე­თე, სხვის­თვის გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. სხვე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე და კარგ პრო­დუქ­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვე. სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და არც შემ­დგომ და­ვი­შუ­რებ ამის­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

- თქვენს პი­რად ბედ­ნი­ერ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე რას მე­ტყვით?

- ამ მხრივ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. 5 წე­ლია, რაც ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. ისიც შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ბევ­რი რამ გვა­კავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან - სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა, თან­ხვედ­რა ძი­რე­ულ სა­კი­თხებ­ში. სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნია, ლი­ზა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ორი­ვეს გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით და ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით.