"დიდი რუსობა" უძრავი ქონების სექტორში ანუ როგორ პოულობენ ჩრდილოელი მეზობლები "შავ ხვრელებს" ქართულ ეკონომიკაში - კვირის პალიტრა

"დიდი რუსობა" უძრავი ქონების სექტორში ანუ როგორ პოულობენ ჩრდილოელი მეზობლები "შავ ხვრელებს" ქართულ ეკონომიკაში

„რუსეთის მოქალაქე უძრავი ქონების სექტორში აქტიურად შემოვიდნენ" - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან" უძრავი ქონების ასოციაციის ხელმძღვანელმა, კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსების მასობრივმა შემოსვლამ ბაზრის სტრუქტურა მთლიანად შეცვალა. მებაღიშვილის თქმით, გამოსავალი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ბაზრის რეგულირებაა.

„არ უნდა გაგვიჩნდეს ცრუ მოლოდინი, რომ რუსეთის მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას და მასიურად მიდიან. ნაწილი ალბათ, მიდის, მაგრამ რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე უძრავი ქონების სექტორში აქტიურად შემოვიდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ არა მარტო ქონებების შეძენა დაიწყეს, ეს მათთვის გახდა ბიზნესი, რადგან არავითარი რეგულაცია და ლიცენზირება არ არსებობს ამ მიმართულებით.

ყიდულობენ უძრავ ქონებას, არემონტებენ და აქირავებენ უფრო ძვირად, ან ყიდულობენ გადაყიდვის მიზნით. უმეტესობა, რომლებიც უკან რუსეთში ვერ ბრუნდებიან ეძებენ და პოულობენ შავ ხვრელებს ქართულ ეკონომიკაში და ასე საქმდებიან", - აცხადებს მებაღიშვილი.

განაგრძე კითხვა