"დიდი "კვარა" დაგვიბრუნდა" - რა თქვა რუდი გარსიამ ხვიჩას შესახებ მატჩის შემდეგ, "კვარას" ემოციები და კომენტარი და შეფასებები იტალიურ მედიაში - კვირის პალიტრა

"დიდი "კვარა" დაგვიბრუნდა" - რა თქვა რუდი გარსიამ ხვიჩას შესახებ მატჩის შემდეგ, "კვარას" ემოციები და კომენტარი და შეფასებები იტალიურ მედიაში

სე­რია A-ს მე­ექ­ვსე ტურ­ში "ნა­პო­ლიმ" "უდი­ნე­ზეს" უმას­პინ­ძლა და ან­გა­რი­შით 4:1 გა­ი­მარ­ჯვა.

მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გახ­და, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლა­დაც. გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ხვი­ჩას­გან ნახა თა­მა­ში, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რა.

"კვა­რამ გა­მო­ი­მუ­შა­ვა 11-მეტ­რი­ა­ნი, გა­ი­ა­ტა­ნა ულა­მა­ზე­სი გოლი და ერთი სა­გო­ლე გა­და­ცე­მაც მი­ით­ვა­ლა. ხვი­ჩას შე­სა­ნიშ­ნავ თა­მაშს რა თქმა უნდა, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა იტა­ლი­ურ მე­დი­ა­ში. ფეხ­ბურ­თის ექ­სპერ­ტე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ "ის დაბ­რუნ­და".

ხვი­ჩას მი­მართ ქება არ და­ი­შუ­რა "ნა­პო­ლის" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, რუდი გარ­სი­ამ. "კვა­რა" ძა­ლი­ან კარ­გი იყო, ორ­ჯერ ბურ­თი ძელს გა­არ­ტყა, შემ­დეგ გა­ი­ტა­ნა, რაც მო­მა­ვალ­ში სიმ­შვი­დეს მო­უ­ტანს, ახლა გა­ცი­ლე­ბით გა­უ­ად­ვილ­დე­ბა. ჩვენ დიდი ხანი ვი­სა­უბ­რეთ, ვურ­ჩიე, უგო­ლო სე­რი­ა­ზე არ ეფიქ­რა და თა­მა­შის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ე­ღო. ის უნი­კა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლია, ასე­თე­ბი ბევ­რი არაა. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი გა­აჩ­ნია და მო­ვუ­წო­დებთ, ისევ იგი­ვე გა­ა­კე­თოს. დიდი "კვა­რა" დაგ­ვიბ­რუნ­და", - თქვა რუდი გარ­სი­ამ. (გააგრძელეთ კითხვა)