რატომ მოიხსენიებენ "სომეხ ივანიშვილად" და რას ამბობდა ქართველ მილიარდელზე ერთ-ერთი მთავარი ყარაბაღელი სეპარატისტი, რომელიც აზერბაიჯანელებმა დააკავეს - კვირის პალიტრა

რატომ მოიხსენიებენ "სომეხ ივანიშვილად" და რას ამბობდა ქართველ მილიარდელზე ერთ-ერთი მთავარი ყარაბაღელი სეპარატისტი, რომელიც აზერბაიჯანელებმა დააკავეს

აზერ­ბა­ი­ჯან­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ყო­ფი­ლი ე.წ. “მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი” რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მათი თქმით, ვარ­და­ნი­ა­ნი “ლა­ჩი­ნის” სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტზე და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც იგი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. იგი ბა­ქო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებს გა­დას­ცეს “შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.”

24a84f40-5d24-11ee-ba14-0385650a0b66-66086-1695887139.jpg

ვინ არის რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი?

მი­ლი­არ­დე­რი რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია "ვარ­და­ნი­ა­ნი, ბრო­იტ­მა­ნი და პარტნი­ო­რე­ბის“ ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლია. ის ასე­ვე სკოლ­კო­ვოს ბიზ­ნეს სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კის მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რი გახ­ლავთ. ვარ­და­ნი­ან­მა Meduza-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა­ზე, ომის დროს და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე და სა­კუ­თარ ქო­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

რუ­ბენ ვარ­და­ნი­ანს სო­მეხ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა მას ეს შე­და­რე­ბა არ სი­ა­მოვ­ნებს. ამ­ბობს, რომ ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კარ­გად იც­ნობს და პა­ტივს სცემს.

"კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი. სოფ­ლებ­ში სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის აღ­დგე­ნის ერთ-ერთი შე­მომ­წირ­ვე­ლი იყო. დიახ, მე მას პი­რა­დად კარ­გად ვიც­ნობ და პა­ტივს ვცემ...“ - ივა­ნიშ­ვილ­ზე ვარ­და­ნი­ან­მა 2021 წელს, Forbes Talks-ში გი­ორ­გი ისა­კა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. (გააგრძელეთ კითხვა)