რას ამბობენ ექიმები ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობენ ექიმები ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის მდგომარეობაზე?

ყო­ფი­ლი ცო­ლი­სა და სი­დედ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, კვლავ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ვლე­ლია, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ცნო­ბის­თვის, 18 სექ­ტემ­ბერს, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე ყო­ფი­ლი ცო­ლი­სა და სი­დედ­რის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა კი სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო. სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.