"სა­ქარ­თვე­ლო სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღებს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს" - რაზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი?! - კვირის პალიტრა

"სა­ქარ­თვე­ლო სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღებს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს" - რაზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი?!

"ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღებს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს - არა იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას იმ­სა­ხუ­რებს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ეს არის დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ევ­რო­პა­ში. ევ­რო­კავ­შირს ეს­მის, რომ ეს არის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა დარ­ჩეს ამ პრო­ცე­სის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი“, - ამის შე­სა­ხებ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პის ბი­უ­როს რე­დაქ­ტორ­მა, რი­კარდ იოზ­ვი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირს არ სურს გაღ­რმავ­დეს უფსკრუ­ლი ერთი მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მე­ო­რე მხრივ, მოლ­დო­ვა-უკ­რა­ი­ნას შო­რის.იოზ­ვი­ა­კის მო­ლო­დი­ნით, წლის ბო­ლოს ევ­რო­კავ­ში­რი სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­ტე­ბი­თი პი­რო­ბე­ბი წა­რედ­გი­ნე­ბა.

"ევ­რო­კო­მი­სია ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამს, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ეფუძ­ნე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბას, აკ­ვირ­დე­ბი­ან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და ამის სა­ფუძ­ველ­ზე იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. დიახ, ეს არის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ისე­ვე რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - ამ­ბობს იოზ­ვი­ა­კი.

განაგრძე კითხვა