"შეგიძლია იჭორავო, გშურდეს, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ როდესაც შემხვდები, საყვარლად გამიღიმებ?" - კადიროვის შვილის მიმართვა მას შემდეგ, რაც დაკავებულის ცემის გამო აკრიტიკებენ - კვირის პალიტრა

"შეგიძლია იჭორავო, გშურდეს, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ როდესაც შემხვდები, საყვარლად გამიღიმებ?" - კადიროვის შვილის მიმართვა მას შემდეგ, რაც დაკავებულის ცემის გამო აკრიტიკებენ

რამ­ზან კა­დი­რო­ვის 15 წლის ვაჟი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­რიგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, "ინ­სტაგ­რამ­ზე“ პოსტს ქვეყ­ნებს. ცნო­ბის­თვის, რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რპ, უმ­ცრო­სი კა­დი­რო­ვი პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ კუ­რი­ერს, ნი­კი­ტა ჟუ­რა­ველს სცემს.

ჟუ­რა­ველ­მა მა­ის­ში ქა­ლაქ ვოლ­გოგ­რად­ში, ყუ­რა­ნი დაწ­ვა და ვი­დეო გა­და­ი­ღო. ის მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს, ხოლო ჩვე­ნე­ბა­ში თქვა, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა 10 000 რუბ­ლი გა­და­უ­ხა­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრ ბას­ტრი­კინ­მა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ჩეჩ­ნე­თის სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცა.მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კუ­რი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იზო­ლა­ტორ­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვი მის ვაჟ­თან ადამ კა­დი­როვ­თან შე­მო­ვი­და. სა­უბ­რის შემ­დეგ, რამ­ზან­მა სივ­რცე და­ტო­ვა, ხოლო ადამ­მა კი მას სცე­მა.

რამ­ზა­ნი და სხვა ჩე­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ადა­მის საქ­ცი­ელს ამარ­თლე­ბენ. მათი თქმით, 15 წლის ბიჭი სწო­რად მო­იქ­ცა, რო­დე­საც "რე­ლი­გი­ის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ჟუ­რა­ველს სცე­მა". (გააგრძელეთ კითხვა)