"შსს-მ ქვეყანაში ისევ შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ერთი თვის წინ, შემაკავებელი ორდერი გამოწერა ჩემზე ადევნებისთვის"
საქართველოს პარლამენტის წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ერთი თვის წინ შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, მასზე ადევნებისთვის, კვლავ პარლამენტთან დახვდა.
ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ისევ შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ერთი თვის წინ შემაკავებელი ორდერი გამოწერა ჩემზე ადევნებისთვის.
ისევ პარლამენტთან დამხვდა”, - წერს დეკანოიძე „ფეისბუქზე“.
"ინტერპრესნიუსი"