"ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას ვფიქ­რობ­დი, რომ "იარე ლიზა“ კა­მათს, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას, ხმა­ურს გა­მო­იწ­ვევ­და. სწო­რედ ეს არის ამ ფილ­მის მი­სია" - რას წერს სკანდალად ქცეული ფილმის რეჟისორი? - კვირის პალიტრა

"ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას ვფიქ­რობ­დი, რომ "იარე ლიზა“ კა­მათს, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას, ხმა­ურს გა­მო­იწ­ვევ­და. სწო­რედ ეს არის ამ ფილ­მის მი­სია" - რას წერს სკანდალად ქცეული ფილმის რეჟისორი?

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - "იარე, ლი­ზას" ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც გუ­შინ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გა­ი­მარ­თა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ ტო­ვე­ბენ დარ­ბაზს და აკ­რი­ტი­კე­ბენ ფილ­მის ში­ნა­არსსა თუ რე­ჟი­სორს მა­ყუ­რებ­ლე­ბი. მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­ით, ფილმში გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ ლია ტოკ­ლი­კიშ­ვილს ეკუთ­ვნის, ქარ­თვე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად, ხოლო აფხა­ზე­ბი უცოდ­ვე­ლე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის მიერ ენ­გურს იქით ხმა­მაღ­ლა და­ძა­ხილ­მა "ბო­დიშ­მა" გა­მო­იწ­ვია. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ბო­დიშს უხ­დის აფხა­ზებს.

ფილ­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა. რო­გორც ის წერს, ფილ­მი ჯერ არ უნა­ხავს, და სა­კუ­თარს აზრს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ გა­მოთ­ქვამს, როცა ფილ­მს ნა­ხავს.

ფილ­მის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ ფილ­მი ნანა ჯა­ნე­ლი­ძეს, "ჩა­წყო­ბით" და უკონ­კურ­სოდ და­უ­ფი­ნან­სეს მა­შინ, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო.

ორი­ვე მხა­რეს ადა­მი­ა­ნე­ბი "მარ­თლე­ბი“ იყ­ვნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე და ვერ­ცერ­თი ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რომ მა­რი­ო­ნე­ტე­ბი ვი­ყა­ვით რუ­სე­თის ხელ­ში...

მა­ში­ნაც და ახ­ლაც ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მომ­ხდა­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და არ უნდა შე­ვუ­შინ­დეთ სა­კუ­თარ შეც­დო­მებს, სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბას, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას და ბო­დი­შის მოხ­დას. სხვა­ნა­ი­რად ჩვენ, რო­გორც ერი, ქვე­ყა­ნა, სა­ხელ­მწი­ფო ვერ გან­ვაგ­რძობთ ცხოვ­რე­ბას, ეს დუ­მი­ლი უკან დაგ­ვწევს, წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ვცემს... ჩვენ ჩვე­ნი უნდა ვთქვათ და მა­შინ შე­იძ­ლე­ბა აფხა­ზებ­საც ეყოთ გამ­ბე­და­ო­ბა, თა­ვი­სი თქვან."იარე ლი­ზამ“ ახა­ლი სიმ­ძაფ­რე შეს­ძი­ნა აფხა­ზე­თის თე­მას - აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ყვე­ლას აწუ­ხებს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი გა­აზ­რე­ბა, გეგ­მა ამ თე­მის გა­და­წყვე­ტი­სა არა­ვის აქვს: არც ხე­ლო­ვანს, არც პო­ლი­ტი­კოსს.

2011 წელს და­ვი­წყეთ ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა. ასე ეტა­პობ­რი­ვად ფი­ნანსდე­ბო­და ეს პრო­ექ­ტი 2021 წლამ­დე. აქვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც გვერ­დში ამო­მიდ­გა.

მგო­ნია, ფილ­მის მთა­ვა­რი იდეა სწო­რედ ეს არის: გვერ­დზე გა­დავ­დოთ ჩვე­ნი ეგო, გა­ვი­აზ­როთ ჩვენ ჩვე­ნი ტკი­ვი­ლე­ბი, შე­ვა­ფა­სოთ და ერ­თად და­ვი­წყოთ ფიქ­რი, რო­გორ შევ­ხვდეთ აფხა­ზებს, რომ­ლებ­თა­ნაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­თე­სა­ო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა გვა­კავ­ში­რებ­და.

რუ­სე­თიც ხომ უკვე ალ­ბათ მალე და­ტო­ვებს აქა­უ­რო­ბას...

ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქელ­ში ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აქ­ვეყ­ნებს რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძე:

"ყვე­ლას, ვინც ნახა და მო­ე­წო­ნა, ან არ მო­ე­წო­ნა "იარე ლიზა“:ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას ვფიქ­რობ­დი, რომ "იარე ლიზა“ კა­მათს, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას, ხმა­ურს გა­მო­იწ­ვევ­და. სწო­რედ ეს არის ამ ფილ­მის მი­სია - მი­ვი­წყე­ბუ­ლი და ანეს­თე­ზი­რე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის გაღ­ვი­ძე­ბა, ფიქ­რი, კა­მა­თი და გა­მო­სავ­ლის ერ­თად(!) ძი­ე­ბა. 30 წელი გა­ვი­და და უზარ­მა­ზა­რი დუ­მი­ლის და უნ­დობ­ლო­ბის კე­დე­ლი აღი­მარ­თა ჩვენ­სა და აფხა­ზებს შო­რის. თან­და­თან გა­ხუნ­და ბა­ნე­რე­ბი “გახ­სოვ­დეს აფხა­ზე­თი“. სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­სულ­ში ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო: გმი­რო­ბა და ღა­ლა­ტი, პატ­რი­ო­ტიზ­მი და და­ნა­შა­უ­ლი - ორი­ვე მხრი­დან...