სახალისო ვიდეო: რას ანიშნებდა პუტინი სამხრეთ სუდანის პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

სახალისო ვიდეო: რას ანიშნებდა პუტინი სამხრეთ სუდანის პრეზიდენტს

2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან, ანუ მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო, კრემლში ელი­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ვი­ზი­ტე­ბი სწრა­ფი ტემ­პით შემ­ცირ­და. სა­მა­გი­ე­როდ, რუ­სეთ­მა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ძი­ე­ბა მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში და­ი­წყო. ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი ლი­დე­რე­ბის ნაც­ვლად, მოს­კოვ­ში აფ­რი­კე­ლი სტუმ­რე­ბი მომ­რავ­ლდნენ.

ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნა­უ­რი, პე­რი­ო­დუ­ლად კი კუ­რი­ო­ზუ­ლიც გა­მო­დის. ამას პუ­ტი­ნი­სა და სამ­ხრეთ სუ­და­ნის პრე­ზი­დენ­ტის სალ­ვა­ტო­რე კი­ი­რის დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რაც ადას­ტუ­რებს.

კი­ი­რი თა­ვის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით წარ­სდგა პუ­ტინ­თან და ისე­დაც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა. "ტე­ლეგ­რა­მის" რუსი მომ­ხა­რებ­ლე­ბი კი კარ­გა ხანს არ­კვევ­დნენ სა­ერ­თოდ სად იყო სამ­ხრეთ სუ­და­ნი, ჩრდი­ლო­ეთ სუ­და­ნი რო­მე­ლია და ის სუ­და­ნი რო­მე­ლი, სკო­ლა­ში რომ ას­წავ­ლეს.

თუმ­ცა შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი მო­მენ­ტი მა­ინც ყურ­სას­მენ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კი­ი­რი ვერ გა­ერ­კვა თუ რო­გორ უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სწო­რად. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა ჯერ პუ­ტინ­მა სცა­და, რო­მელ­საც სა­ხე­ზე ღი­მი­ლი არ გა­დას­დი­ო­და (თვი­თონ უკ­ვირ­და ალ­ბათ, ეს ვინ არი­სო). რუ­სე­თის პრე­ზი­დეტნ­მა შემ­დეგ ხე­ლე­ბი და მი­მი­კე­ბი მი­ახ­მა­რა საქ­მეს, რომ აფ­რი­კე­ლი კო­ლე­გის­თვის უკეთ აეხ­სნა, მაგ­რამ მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. ბო­ლოს დამ­ხმა­რე მი­ვი­და და კი­ირს რო­გორ­ღაც მო­არ­გო ყურ­სას­მე­ნი. (გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო)