"რატომ გახარია? ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკირ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის" - რას წერს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"რატომ გახარია? ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკირ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის" - რას წერს გია ხუხაშვილი?

ანალიტიკოსი გაი ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გიორგი გახარია არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით:

"რატომ გახარია?

პასუხი მარტივია - ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებილი ნაცებისგან და ქოცებისგან. ეს პოზიცია დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი.

ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკირ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის და ეძებს მეტ-ნაკლებად მისაღებ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ დახშული წრიდან გამოიყვანენ და უკეთესი მომავლის არჩევანს შესთავაზებენ" - წერს გია ხუხაშვილი.