"რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი მიმტანად მუშაობდა? პირიქით" - კალაძე ღარიბაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

"რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი მიმტანად მუშაობდა? პირიქით" - კალაძე ღარიბაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

რა არის ცუდი იმა­ში, რომ ადა­მი­ა­ნი, ვთქვათ, მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და? პი­რი­ქით, - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რომ­ლის თა­ნახ­მად, ვის უნდა და­უ­ჯე­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და.

"რა არის ცუდი იმა­ში, რომ ადა­მი­ა­ნი, ვთქვათ, მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და? პი­რი­ქით. მა­გა­ლი­თად, ჩემ­მა შვილ­მა რომ და­ი­წყოს მიმ­ტა­ნად მუ­შა­ო­ბა, ამა­ში ცუდი რა არის, ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ჩემი შვი­ლი არ არის შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან?

მე, მა­გა­ლი­თად, არ ვი­ყა­ვი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან და რა­საც მი­ვაღ­წიე, ჩემი შრო­მით მი­ვაღ­წიე, შევ­ქმე­ნი, გა­ვა­კე­თე და ნამ­დვი­ლად მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი წარ­სუ­ლი და ის, რომ მაქვს დღეს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მივ­ხე­დო ჩემს ოჯახს, და­ვეხ­მა­რო ჩემს შვი­ლებს, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ვი­საც უჭირს. ასე მი­ცხოვ­რია და ასე ვა­პი­რებ პი­რა­დად მე ცხოვ­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.