"მა­მას სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან თა­ვის არე­ში ეს­რო­ლა" - პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­მის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა - კვირის პალიტრა

"მა­მას სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან თა­ვის არე­ში ეს­რო­ლა" - პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­მის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­მის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის "ე“ და "კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში - დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 26 სექ­ტემ­ბერს, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქორდში, ბრალ­დე­ბულ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, მძი­ნა­რე მა­მას სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან თა­ვის არე­ში ეს­რო­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"ინტერპრესნიუსი"