ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ქალაქში წყალდიდობაა
ნიუ-იორკში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ქალაქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.
დატბორილია მეტროსადგურები, ქუჩები და მაგისტრალები. წყალდიდობის გამო დაიკეტა La Guardia აეროპორტის A ტერმინალი.
ნიუ-იორკის გუბერნატორის, კეტი ჰოჩულის განცხადებით, ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
"ექსტრემალური ნალექის გამო, საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ ნიუ-იორკში, ლონგ აილენდსა და ჰადსონის ველზე. გთხოვთ, დარჩით უსაფრთხო ადგილზე, მოერიდეთ დატბორილი გზებით სიარულს", - განაცხადა გუბერნატორმა.