"ამბავი ატყდა, "უი, გამათხოვრებულაო", რატომ ვარ გამათხოვრებული? ეს ჩემი ყოველდღიურობაა... პატარა ბიზნესი მაქვს, სადაც მეგობართან ერთად ვშრომობ" - როგორია რეალურად "რეზო ქათამაძის" ცხოვრება დღეს? - კვირის პალიტრა

"ამბავი ატყდა, "უი, გამათხოვრებულაო", რატომ ვარ გამათხოვრებული? ეს ჩემი ყოველდღიურობაა... პატარა ბიზნესი მაქვს, სადაც მეგობართან ერთად ვშრომობ" - როგორია რეალურად "რეზო ქათამაძის" ცხოვრება დღეს?

"ახლა მუ­შა­ო­ბა ერთ როლ­ზე და­ვას­რუ­ლე. კი­ნო­ში გა­და­მი­ღეს, კა­ნა­დე­ლი რე­ჟი­სო­რია ჩა­მო­სუ­ლი და ფილმზე ამიყ­ვა­ნა. "ფორ­ტუ­ნა პლუ­სი“ ჰქვია სუ­რათს. თა­ვი­დან თით­ქოს უარი ვთქვი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­მა და­მარ­წმუ­ნა - თქვენ უნდა იყო­თო. ძა­ლი­ან დარ­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის როლი ვი­თა­მა­შე, რო­მელ­საც თა­ვის პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი აქვს,“ - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე, რო­მელ­საც კი­ნო­სა თუ თე­ატ­რში არა­ერ­თი როლი აქვს შექ­მნი­ლი. არა­ერთ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­შიც უთა­მა­შია...

მა­სობ­რი­ვად ცნო­ბი­ლი კი კრი­მი­ნა­ლუ­რი სე­რი­ა­ლის "ცხე­ლი ძაღ­ლი“ შემ­დეგ გახ­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ელ რეზო ქა­თა­მა­ძის როლი შე­ას­რუ­ლა.

ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია. ვსა­უბ­რობთ კა­რი­ე­რა­ზე, ნა­თა­მა­შევ როლ­ზე, თე­ატრზე, კი­ნო­ზე და ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც მას ავ­ტო­ბუს­ში მგზავ­რო­ბი­სას ვი­ღა­ცამ უნე­ბარ­თვოდ გა­და­უ­ღო...

- ცოტა ხნის წინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ვი­ღა­ცამ ფოტო უნე­ბარ­თვოდ გა­და­გი­ღოთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა და სა­ო­ცა­რი წარ­წე­რა გა­უ­კე­თა. ამ ფაქ­ტმა ადა­მი­ა­ნებ­ში თქვენ მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბა გა­ა­ჩი­ნა, რა­საც კო­მენ­ტა­რე­ბით გა­მო­ხა­ტავ­დნენ. რო­დე­საც ნა­ხეთ ფოტო, რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია?

- რო­გორც ჩანს, ვი­ღაც ბავ­შვმა ჩუ­მად გა­და­ი­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა. სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა - "ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს, ქარ­თუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ავ­ტო­ბუ­სით არ უნდა მგზავ­რობ­დეს“ და რა არ წა­ვი­კი­თხე. თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ხან ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი და მოვ­დი­ო­დი, ხან ფე­ხით, ხან მან­ქა­ნით, ხან ტაქ­სით... მაგ­რამ ახლა ისე­თი სა­ცო­ბე­ბია, ავ­ტო­ბუ­სის გარ­და სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი. სწო­რად გა­მი­გეთ, ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა ამ დროს ბევ­რად ხელ­საყ­რე­ლია. გა­ვოც­დი, როცა ამა­ზე მთე­ლი ამ­ბა­ვი ატყდა. "უი, გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლა", უი, ასე, უი, ისე... რა­ტომ ვარ გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლი, ასე დავ­დი­ვარ, ასე გა­და­ვად­გილ­დე­ბი, ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა. იმ კო­მენ­ტა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ტყვი, თუ ვინ­მემ იცის, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო, მი­თხრას. შე­ვეც­დე­ბი ისე ვიყო... მაგ­რამ ისიც არის - ყვე­ლას ვერ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი, რა ვქნა... (გააგრძელეთ კითხვა)