სამართალი 27-წლიანი ლოდინის შემდეგ: აშშ-ის პოლიციამ 2 Pac-ის მკვლელობაში მონაწილე პირი დააკავა - კვირის პალიტრა

სამართალი 27-წლიანი ლოდინის შემდეგ: აშშ-ის პოლიციამ 2 Pac-ის მკვლელობაში მონაწილე პირი დააკავა

60 წლის დუან დე­ვისს სა­სა­მარ­თლომ ამე­რი­კე­ლი რე­პე­რის, თუ­ფაქ შა­კუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, დე­ვის­მა მკვლე­ლო­ბა მას შემ­დეგ და­გეგ­მა, რაც თა­ვის ძმის­შვილ­სა და შა­კურს შო­რის ლას-ვე­გა­სის ერთ-ერთ კა­ზი­ნო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. დე­ვი­სი პა­რას­კევს, სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ის გა­დამ­დგარ­მა დე­ტექ­ტივ­მა, გრეგ კე­დინ­გმა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იძი­ებ­და შა­კუ­რის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, Associated Press-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ დე­ვი­სის და­კა­ვე­ბით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი არ არის - "შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა სხვა პირი მკვდა­რია. დე­ვი­სი ბოლო მათ­გა­ნია" - თქვა მან.

1996 წელს თუ­ფაქ შა­კუ­რი ლას-ვე­გას­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნას თეთ­რი ფე­რის კა­დი­ლა­კი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი შა­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის 7 დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. (წყარო)