"ჭორი იყო, რომ ცნობილი ქალბატონის ქმართან რომანი გქონდა" - რას ამბობს ქრისტინე იმედაძე წლების წინანდელ სკანდალზე? - კვირის პალიტრა

"ჭორი იყო, რომ ცნობილი ქალბატონის ქმართან რომანი გქონდა" - რას ამბობს ქრისტინე იმედაძე წლების წინანდელ სკანდალზე?

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძემ ია ფა­რუ­ლა­ვას­თან სტუმ­რო­ბი­სას მას­ზე აგო­რე­ბულ ჭო­რებ­ზე ისა­უბ­რა. იამ გა­იხ­სე­ნა ერთი ფაქ­ტი, რო­დე­საც ტე­ლე­წამ­ყვანს ცნო­ბი­ლი ქა­ლის ქმრის საყ­ვარ­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ. იას თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს იმ ქალ­მა თა­ვა­დაც მო­ი­გო­ნა.

ია ფა­რუ­ლა­ვა:

- ერთი ჭორი იყო, ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ქმარ­თან ვი­თომ რო­მა­ნი გქონ­და, ძა­ლი­ან სა­წყე­ნი იყო. მე მგო­ნი ეგ ჭორი იმ ქალ­მა თვი­თონ მო­ი­გო­ნა.

ქრის­ტი­ნე:

- სა­ერ­თოდ ხომ ამ­ბო­ბენ, რომ კვამ­ლი ცე­ცხლის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, ეგ არის არას­წო­რი მიდ­გო­მა. არ­სე­ბობს ჭო­რე­ბი, რო­მე­ლიც არის გა­მიზ­ნუ­ლი და ჰა­ე­რი­დან ითხზე­ბა. შენ ვინც იგუ­ლის­ხმე, იმ ადა­მი­ანს უბ­რა­ლოდ არ ვიც­ნობ და თუ შემ­ხვედ­რია იმ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად.

ია:

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაბ­რა­ლებ­დნენ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საყ­ვარ­ლო­ბას. ბო­ლოს გა­ვი­ცა­ნი ეს კაცი, ღმერ­თმა აცხო­ნოს, თა­ვი­სი­ვე სა­სახ­ლე­ში წვე­უ­ლე­ბა ჰქონ­და. მისი მე­უღ­ლე მო­ვი­და და მი­თხრა, ქალ­ბა­ტო­ნო ია, ვიცი, რომ ეს ჭორი ტყუ­ი­ლი არი­სო.

ქრის­ტი­ნე:

- ხან­და­ხან რა­ღა­ცებს არ უნდა შე­ე­ხონ, მაგ­რამ ეხე­ბი­ან.

ია:

- რა ჭორი აგი­გო­რეს, რო­დე­საც პა­რიზ­ში წახ­ვე­დი?

- და­მაბ­რა­ლეს, რომ თით­ქოს მე ვი­ღაც ბი­ჭის და გო­გოს და­სა­შო­რებ­ლად უზარ­მა­ზა­რი თან­ხა გა­და­მი­ხა­დეს და ამის­თვის წა­ვე­დი. ეგე­თი ჭო­რე­ბი უფრო მე­ტად მწყინს, ვიდ­რე ვი­ღა­ცა­ზე და­მაბ­რა­ლონ. 15 წლი­დან ვმუ­შა­ობ და ჩემი შრო­მით რა­საც ვა­ხერ­ხებ კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ბინ­ძუ­რი გზით არა­სო­დეს მო­მი­პო­ვე­ბია როლი, ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა ჩემ­თვის არა­სო­დეს გან­მსა­ზღვრე­ლი არ ყო­ფი­ლა. ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია, როცა რა­ღაც თან­ხებ­თან აკავ­ში­რე­ბენ. (გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო)