რა ხდებოდა "თბილისობის" დღესასწაულზე, რომელსაც კახა კალაძე ვაჟთან ერთად დაესწრო (ფოტოები) - კვირის პალიტრა

რა ხდებოდა "თბილისობის" დღესასწაულზე, რომელსაც კახა კალაძე ვაჟთან ერთად დაესწრო (ფოტოები)

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბას და თბი­ლი­სის სტუმ­რებს "თბი­ლი­სო­ბა“ მი­უ­ლო­ცა.

ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე "თბი­ლი­სო­ბის" ღო­ნის­ძი­ე­ბებს კა­ლა­ძე თა­ვის ვაჟ­თან და მე­რის მო­ად­გი­ლეს­თან, ან­დრია ბა­სი­ლა­ი­ას­თან ერ­თად და­ეს­წრო.

კახა კა­ლა­ძემ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ პერ­ფორ­მანსსა და გას­ტრო­ნო­მი­ულ კუ­თხეს გა­ეც­ნო.

384450320-881846113311216-8685335367869071488-n-59980-1696078674.jpg

"მინ­და ყვე­ლას, ვი­საც ჩვე­ნი ქა­ლა­ქი უყ­ვარს, ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს და თბი­ლი­სის სტუმ­რებს მი­ვუ­ლო­ცო დღე­ვან­დე­ლი დღე. ხე­დავთ, რო­გო­რი სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია გა­მო­სუ­ლი. დღეს და ხვალ სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე, რი­ყის პარკში, აბა­ნო­თუ­ბან­ში. ამინ­დი და გან­წყო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მობ­რძან­დით, ყვე­ლას გე­ლო­დე­ბით.

kala5-59996-1696078675.jpg

რა შე­იძ­ლე­ბა გი­სურ­ვოთ დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში? - პირ­ველ რიგ­ში მშვი­დო­ბა, რად­გან მშვი­დო­ბას მარ­თლაც არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა, რათა ამ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენს ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

kala9-60002-1696078675.jpg

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე, რი­ყის პარკსა და აბა­ნო­თუ­ბან­ში „თბი­ლი­სო­ბის“ აღმნიშ­ვნე­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვე­ბი და სა­ბავ­შვო აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

384558571-881847506644410-3710667580081044106-n-59990-1696078674.jpg

kala6-59998-1696078675.jpg