საგარეჯოში ყურძნით დატვირთული სატვირთო ამობრუნდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტს სოფელ მზისგულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავმა "ზილის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. ავტომობილი ყურძნით იყო დატვირთული.
მსუბუქად დაზიანდა მძღოლი. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.