"ნაპოლი" იგებს... როგორ თამაშობს ხვიჩა კვარაცხელია?
სერია A-ს მეშვიდე ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" სტუმრად "ლეჩეს" 2:0-ს ამარცხებს.
"პარტენოპეის" შემადგენლობიდან პირველი გოლი ლეო ოსტიგორმა მე-16 წუთზე გაიტანა. მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა
რაც შეეხება ხვიჩას, ქართველმა ფეხბურთელმა 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, კარში დარტყმული 2 ბურთი დაუბლოკეს, ერთი დარტყმა კი კარის ჩარჩოს აცდა.