"კვარაცხელიას პასი, რომელიც გოლზე მეტია“ - დუეტი დაბრუნდა: "ნაპოლიმ" "ლეჩე" გაანადგურა
სერია A-ს მეშვიდე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ლეჩეს" დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
მერეტი, დი ლორენცო, ესტეგარდი, ნატანი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, ლინდსტრიომი, კვარაცხელია, სიმეონე - ოსიმენი პირველ ტაიმში სათადარიგოზე იყო."უდინეზესთან" თამაშის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლი" ძველ დიდებას იბრუნებს და ფეხბურთელებიც გაორმაგებული ძალებით თამაშობენ მოედანზე. პირველი ტამის ნეაპოლელების უპირატესობით გაიმართა, მასპინძლების კარში პირველი გორი მე-16 წუთზე ოსტიგერმა გაიტანა.
რაც შეეხება ხვიჩას, ქართველმა ფეხბურთელმა 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, კარში დარტყმული 2 ბურთი დაუბლოკეს, ერთი დარტყმა კი კარის ჩარჩოს აცდა. საბოლოოდ პირველი ტაიმი 0:1 დამთავრდა.
მეორე ტაიმზე გარსიამ მოედანზე ოსიმენიც შემოიყვანა, რომლისთვისაც პირველივე წუთები იღბლიანი აღმოჩნდა. აფრიკელმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდებული გოლით მასპინძლების კარში გოლი შეაგდო და ანგარიში 0:2 გახდა.
"კვარაცხელიას პასი, რომელიც გოლზე მეტია" - თქვა კომენტატორმა ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ.
88-ე წუთზე რუდი გარსიამ კვარაცხელიას მოედნიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ცვლილებაზე შემოსულმა ჯანლუკა გაეტანომ მასპინძელთა კარი მესამედ აიღო, საბოლოო ანგარიში კი მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან 90+5 წუთზე დააფიქსირა.
88-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ჯანლუკა გაეტანომ მასპინძელთა კარი მესამედ აიღო, საბოლოო ანგარიში კი მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან 90+5 წუთზე დააფიქსირა. (წყარო)