"ჩემი საქმის გამგრძელებელი, ვფიქრობ, ჩემი შვილები იქნებიან... მათთანაც მისაუბრია ამ თემაზე" - რას ამბობს ილიკო სუხიშვილი შვილებსა და ანსამბლის მომავალზე
ილიკო სუხიშვილი დათო გორგილაძის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ანსამბლის მომავალზეც ისაუბრა. როგორც ქორეგორაფი განმარტავს, მას მომავალში "სუხიშვილების" ხელმძღვანენლად საკუთარი შვილები წარმოუდგენია:
„მე და ნინო მესამე თაობა ვართ, თაობების ტენდენციებს რომ დავუბრუნდე, მე კარგად მახსოვს ჩემი თავი, რაც ახლოს იყო ჩემთან – ეს [ცეკვა] ძალიან მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ რაც ყოველდღე ცხვირწინ გიდევ, უკვე იმდენად კარგად იცი და შენია, რომ ცდილობ რაღაც სხვა ნახო.
ჩემი საქმის გამგრძელებელი, ვფიქრობ, იქნებიან შვილები, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობ ამაზე. რაც უფრო დრო გადის ბევრი მეკითხება ამას.
შვილებთან მისაუბრია ამ თემაზე, თვითონაც მოსწონთ ძალიან და ყველა ფოტოაპარატით დადის. ყველას უნდა მუსიკის კეთება, ხატვა, „არტში“ არიან. მე მომწონს ეს „არტი“. ამიტომ, მე მგონია რომ ეს მათთვის არის რაღაც ისეთი, რაზედაც დაიწყებენ ფიქრს, ვნახოთ...
მე მახსოვს ისეთი პერიოდი, როცა ვერც წარმოედგინათ ჩემს მშობლებს, ან ბაბუაჩემს და ბებიაჩემს, რომ ამ საქმეს გავაგრძელებდი... ვერც წარმომედგინა, რომ შევძლებდი. მე ეს პასუხისმგებლობა რომ გამეაზრებინა, სადღაც გავიქცეოდი", - ამბობს ილიკო სუხიშვილი. (იხილეთ ვიდეო)