"შრომაში გართულს გამოეპარა ფილტვების უსიცხო ანთება... ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გთხოვთ ილოცეთ მისთვის" - რას ჰყვებიან მამა თეიმურაზზე, რომლის ამბავმა სოცქსელი გააერთიანა - კვირის პალიტრა

"შრომაში გართულს გამოეპარა ფილტვების უსიცხო ანთება... ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გთხოვთ ილოცეთ მისთვის" - რას ჰყვებიან მამა თეიმურაზზე, რომლის ამბავმა სოცქსელი გააერთიანა

"მა­შინ როცა სოფ­ლე­ბი­დან ახალ­გაზ­რდე­ბი გარ­ბი­ან დიდ ქა­ლა­ქებ­სა და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, მა­შინ როცა პი­რა­დი კომ­ფორ­ტი და მი­წი­ე­რი წარ­მა­ტე­ბა ემ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის 99.9% აი ასეთ დროს, 22-23 წლის ახალ­გაზ­რდა თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძე წა­ვი­და სა­გა­რე­ჯო­ში, ეკურ­თხა დი­აკ­ვნად და იქვე და­ი­წყო მსა­ხუ­რე­ბა, გახ­და მღვდე­ლი და სოფ­ლის მო­ძღვრად ყოფ­ნა გა­და­წყვი­ტა, სო­ფელს მი­ა­შუ­რა, ტა­ძა­რი აღად­გი­ნა, ხალ­ხის სუ­ლის­თვის ზრუნ­ვას და­ე­წა­ფა და არა პი­რად კე­თილ­დღე­ო­ბას... დღეს ეს ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, ეს 29 წლის კაცი, კარ­გი ცოლ-შვი­ლის პატ­რო­ნი, ცუ­დად არის, ძა­ლი­ან ცუ­დად, მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში... ვი­საც გწამთ ღმერ­თი, ილო­ცეთ უძ­ლუ­რე­ბა­სა და სნე­უ­ლე­ბა­ში მყო­ფი მღვდე­ლი თე­ი­მუ­რა­ზის­თვის, ვი­საც რწმე­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა გაქვთ, მათ კი გთხოვთ უბ­რა­ლოდ თქვენს გულ­ში უსურ­ვეთ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ამ კე­თილ ადა­მი­ანს, ბავ­შვი­ვით წრფელს და მრა­ვალ­თათ­ვის მი­წი­ერ ან­გე­ლო­ზად მდგომს" - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ამ პოსტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აზი­ა­რებს. რო­გო­რია ახალ­გაზ­რდა მო­ძღვრის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამა­ზე მის ახ­ლო­ბელს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

382071880-6791218740964857-235834559021644784-n-74249-1696093751.jpg

ბე­სიკ გამ­ყრე­ლი­ძე:

- მღვდე­ლი თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძე, ბრძან­დე­ბა ნი­ნოწ­მინ­დი­სა და სა­გა­რე­ჯოს ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი, მან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სო­ფელ ჩა­ი­ლუ­რის ტაძ­რის აღ­დგე­ნა­ში, იგი ამ ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რობს 2016 წლი­დან და მას შემ­დეგ ძა­ლი­ან შე­აყ­ვა­რა თავი სა­გა­რე­ჯოს მო­სახ­ლე­ო­ბას, თა­ვი­სი გულ­წრფე­ლო­ბით, უან­გა­რო შრო­მით, მრევ­ლი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და უსა­ზღვრო პა­ტი­ოს­ნე­ბით. იგი იქცა მორ­წმუ­ნე­თათ­ვის ძვირ­ფას მო­ძღვრად, რომ­ლის ბა­გეც დღე­ნი­ა­დაგ ქა­და­გებს ქრის­ტეს სი­ტყვას. (გააგრძელეთ კითხვა)