მსახიობებს მურმან ჯინორიასა და ლეო ანთაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ - კვირის პალიტრა

მსახიობებს მურმან ჯინორიასა და ლეო ანთაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

ქარ­თვე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მურ­მან ჯი­ნო­რია, ასე­ვე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ლეო ან­თა­ძე თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქედ და­სა­ხელ­დნენ. ჯილ­დო მათ თბი­ლი­სის მერ­მა "თბი­ლი­სო­ბის" მთა­ვარ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­დას­ცა.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ეს ჯილ­დო. ორი წლის წინ რუს­თა­ვის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს და დღეს თბი­ლი­სის, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას "თბი­ლი­სო­ბას" - აღ­ნიშ­ნა ლეო ან­თა­ძემ.

"არ ვიცი რა ვთქვა, იმ­დე­ნად ვარ გა­ხა­რე­ბუ­ლი. მო­უ­ლოდ­ნე­ლია ჩემ­თვის. ბა­ტო­ნო კახი, დიდი მად­ლო­ბა. დიდი მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ამ­დე­ნი რამ გა­მა­კე­თე­ბი­ნა ამ 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს, რომ გვერ­დში მიდ­გას, მად­ლო­ბა ჩემს ძვირ­ფას მა­ყუ­რე­ბელს, თქვე­ნი გუ­ლის­თვის გა­ვა­კე­თე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ღმერ­თმა შე­მაძ­ლე­ბი­ნა" - აღ­ნიშ­ნა მურ­მან ჯი­ნო­რი­ამ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გახ­სნა და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა.

"რაც დრო გა­დის, მით უფრო ძვირ­ფა­სი ხდე­ბა დღე, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ და საყ­ვა­რელ ქა­ლაქს, სა­ქარ­თვე­ლოს გულ­სა და სულს, ჩვენს დე­და­ქა­ლაქს, თბი­ლისს ეძღვნე­ბა. „თბი­ლი­სო­ბა“ ის ტრა­დი­ცი­აა, რო­მელ­საც ერ­თნა­ი­რი სით­ბო­თი და სი­ხა­რუ­ლით აღ­ნიშ­ნავს დი­დიც და პა­ტა­რაც, ამ დღეს ელო­დე­ბა ქა­ლა­ქის მკვიდ­რიც და სტუ­მა­რიც, ქარ­თვე­ლიც და უცხო­ე­ლიც, ყვე­ლას თა­ვი­სი წილი თბი­ლი­სი აქვს გულ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქიც ყვე­ლას გვეძ­ვირ­ფა­სე­ბა.

ჩვენს ქა­ლაქს, ერთი შე­ხედ­ვით, ამო­უც­ნო­ბი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა აქვს. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ეს ჭა­ღა­რა, უძ­ვე­ლე­სი თბი­ლი­სი სა­ოც­რად ახალ­გაზ­რდუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვეა, სი­ცო­ცხლი­თა და სი­ხა­რუ­ლით, გრძნო­ბე­ბი­თა და ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ქა­ლა­ქია. აქ 16 სა­უ­კუ­ნეა, ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ მო­დი­ან სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც უყ­ვართ და ეი­მე­დე­ბათ ერ­თმა­ნე­თი, ერ­თად ოც­ნე­ბო­ბენ სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის სა­უ­კე­თე­სო მო­მა­ვალ­ზე და ერ­თად ცდი­ლო­ბენ, ეს ქა­ლა­ქი გა­ა­ფე­რა­დონ, სა­კუ­თა­რი ფერი შეს­ძი­ნონ და იქ, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

მე­ა­მა­ყე­ბა, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნით მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვიყო ამ ქა­ლა­ქის მერი. რა თქმა უნდა, ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ძა­ლი­ან დიდი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის. ძა­ლი­ან კარ­გად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, თუ რას ნიშ­ნავს, იყო უძ­ვე­ლე­სი და ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქის მერი. ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და თბი­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს თან სდევს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაც, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის და­სა­ხე­ლე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

საპატიო თბილისელები: ლეო ანთაძე, ალექსანდრე კოტორაშვილი, გურამ ახალაია, ჟანრი ლოლაშვილი, დათო მაღრაძე, ლევან ლაღიძე, რამაზ გახოკიძე, ლია სტურუა, მურმან ჯინორია, ზაზა ავალიანი, იამზე დოლაბერიძე, თამაზ მაღლაკელიძე, ზურაბ ლეჟავა, მანანა ახმეტელი, არჩილ ხომასურიძე, გია ბაღაშვილი, რევაზ არველაძე, ევა ბაბალაშვილი, ამირან ქორიძე, იმედა კახიანი, მამუკა ჩარკვიანი, ნუგზარ უბერი, ნანა ფაჩუაშვილი, რადიშ თორდია, ავთო მახარაძე, გურანა გრიგორაშვილი.