"ჩემს 4 წლის შვილიშვილს არითმეტიკას ვასწავლიდი...დაიწყო ტირილი და ითხოვა უკან ის ხუთი დოლარი, რომელიც მე ავიღე!" - რას წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში?
ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს:
"ჩემს 4 წლის შვილიშვილს არითმეტიკას ვასწავლიდი, ვუთხარი რომ :შენ გაქვს 10 დოლარი და მე ავიღე 5 დოლარი, რამდენი დოლარი დაგრჩა კიდევ? მან დაიწყო ტირილი და ითხოვა უკან ის ხუთი დოლარი, რომელიც მე ავიღე!მის დასამშვიდებლად 5 დოლარის უკან მიცემა მომიწია!" - წერს ფადი ასლი.