"ყარაბაღის საკითხში სამართლიანობამ გაიმარჯვა" - რას აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი?
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყარაბაღთან დაკავშირებით სამართლიანობამ გაიმარჯვა.
"ყარაბაღის საკითხში სამართლიანობამ გაიმარჯვა. ყარაბაღმა, 30 წლის შემდეგ, თავისუფლება მოიპოვა", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, თურქეთს სურს გააფართოვოს თავისი მეგობრების წრე და მზადაა ითანამშრომლოს მათთან, ვინც თურქეთს მის მიერ გაწვდილ მეგობრობის ხელს ჩამოართმევს.