საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე დაჭრეს: დაბადების დღის წვეულების შემდეგ დაწყებული კონფლიქტი
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდაცვლილის დაჭრილი მეუღლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი ქართველებთან მეგობრობდა და მათ მეზობლად ცხოვრობდა. შემთხვევადე რამდენიმე საათით ადრე, მოკლულის 12 წლის შვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებას სავარაუდო მკვლელიც ესწრებოდა. (გააგრძელეთ კითხვა)