ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა - კვირის პალიტრა

ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

ზუგდიდში, ანაკლია-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ინგირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, დედის მდგომარეობა მძიმეა.