"ვამაყობ, რომ შოუ დედაჩემმა გახსნა... ჩვენებაზე არ მიმიწვიეს... ვლოცულობ ჩემი ძმის სულისთვის" - როგორ გამოეხმაურა გურამ გვასალია Balenciaga- ს ჩვენებას
Balenciaga-ს ჩვენებას, რომელიც პარიზში გაიმართა, დემნა გვასალიას ძმა, დიზაინერი გურამ გვასალია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში გურამ გვასალია წერს, რომ რომ შოუზე მიწვეული არ იყო და დედით ძალიან ამაყობს:
"ვამაყობ, რომ Balenciaga-ს შოუ დედაჩემმა გახსნა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენებაზე არ მიმიწვიეს. ვლოცულობ ჩემი ძმის სულისთვის. ღმერთმა დალოცოს იგი" - წერს გურამ გვასალია ინსტაგრამის პირად გვერდზე.