"მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო?.. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები" - რას პასუხობს თეა გოდოლაძე ბრალდებებს? - კვირის პალიტრა

"მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო?.. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები" - რას პასუხობს თეა გოდოლაძე ბრალდებებს?

"გა­ქა­ნე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლია“, ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სი აქვს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში და­ზაფ­როს", - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, თეა გო­დო­ლა­ძის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას. "იმე­დის კვი­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, "დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე ტყი­ბუ­ლის და­ხუ­რულ შახ­ტში 500 ტონა ტრო­ტი­ლის აფეთ­ქე­ბას და ამ აფეთ­ქე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბიძ­გე­ბის, რო­გორც მი­წისძვრის შეს­წავ­ლას გეგ­მავ­და.

ambebi.ge ამ თე­მა­ზე თეა გო­დო­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

- ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ თე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­პა­სუ­ხო. ცნო­ბე­ბი მი­წისძვრის შე­სა­ხებ - ავ­ტო­მა­ტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სე­ის­მუ­რი რე­გი­ო­ნუ­ლი ქსე­ლი­დან ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბას. მე მი­წისძვრა რო­გორ უნდა გა­მო­ვი­გო­ნო, როცა ის ხდე­ბა, ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბია!

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 35 მი­წისძვრა ფიქ­სირ­დე­ბა. თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ისეთ პე­რი­ო­დებს, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლად ად­გი­ლებ­ზე სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბაა და მი­წისძვრე­ბის სე­რი­აა, რო­გო­რიც იყო მა­გა­ლი­თად, ჯა­ვა­ხეთ­ში, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად, 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 80-100 მი­წისძვრა ხდე­ბო­და. (გააგრძელეთ კითხვა)