"ეს შეუძლებელს ხდის შევასრულო" - რა წერილით მიმართავს სალომე ზურაბიშვილი ბელგიის მეფეს - კვირის პალიტრა

"ეს შეუძლებელს ხდის შევასრულო" - რა წერილით მიმართავს სალომე ზურაბიშვილი ბელგიის მეფეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბელ­გი­ის მეფე ფი­ლი­პეს წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გუ­ლის­ტკი­ვილს გა­მო­ხა­ტავს იმის გამო, რომ ვერ მო­ნა­წი­ლე­ობს "ევ­რო­პა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს“ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ში.

პრე­ზი­დენ­ტის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "მთავ­რო­ბის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი უარი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ მის წი­ნა­და­დე­ბა­ზე“ და მე­ო­რე მხრივ 3 და 4 ოქ­ტომ­ბერს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მისი იმ­პიჩ­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე ჩა­ნიშ­ნუ­ლი წარ­დგი­ნე­ბის გან­ხილ­ვა შე­უძ­ლე­ბელს ხდის მისი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

"თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ,

გულ­წრფელ გუ­ლის­ტკი­ვილს გა­მოვ­ხა­ტავ იმის გამო, რომ მი­წევს უა­რის თქმა ჩემი ქვეყ­ნი­სათ­ვის რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ღო­ნის­ძი­ე­ბის, "ევ­რო­პა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს“ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ში თქვენ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. ევ­რო­პის გულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და იდენ­ტო­ბის წარ­დგე­ნა სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც წყდე­ბა ისე­თი საკ­ვან­ძო სა­კი­თხი, რო­გო­რიც არის ჩვენ­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, ჩვენ გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ევ­რო­პელ ხალ­ხებ­სა და ლი­დე­რებს გა­დავ­ცეთ ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც არის ევ­რო­პულ ოჯახ­ში ჩვე­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სურ­ვი­ლი.

თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ, გთხოვთ, მერ­წმუ­ნოთ, რომ გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი მქონ­და სა­ქარ­თვე­ლო უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩვე­ნი ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ახა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფურ­ცლის გა­დაშ­ლი­სას, ისე, რო­გორც 2021 წლის 21 იან­ვარს ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­სას შევ­თან­ხმდით.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ნე­ბის­გან სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორი მი­ზე­ზი – ერთი მხრივ, მთავ­რო­ბის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი უარი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ჩემს წი­ნა­და­დე­ბა­ზე, მე­ო­რე მხრივ, სწო­რედ 3 და 4 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ნიშ­ნუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჩემი იმ­პიჩ­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე წარ­დგი­ნე­ბის გან­ხილ­ვა – აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უძ­ლე­ბელს ხდის შე­ვას­რუ­ლო ჩემი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი მო­ვა­ლე­ო­ბა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ, მსურს გულ­წრფე­ლი ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დო ჩემ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წამს აუ­ცი­ლე­ბელს ხდის იმ საპ­რო­ტო­კო­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეც­ვლას, რომ­ლებ­ზეც დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. მე­ო­რე მხრივ, მსურს ჩემი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით მო­გახ­სე­ნოთ მად­ლო­ბა ევ­რო­პის ცენ­ტრში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ესო­დენ დიდი პა­ტი­ვით მი­ღე­ბი­სათ­ვის. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მტკი­ცედ მჯე­რა, რომ ეს მოვ­ლე­ნა გა­და­იქ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბელ­გი­ის სა­მე­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ ფურ­ცლად.

იმე­დი მაქვს, რომ თქვე­ნი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა თქვე­ნი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის კი­დევ მრა­ვალ წელს იღ­ვა­წებს. დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ "ევ­რო­პა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს“ და მად­ლო­ბას ვუხ­დი თქვენს უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბას იმ დიდი წვლი­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც სა­მე­ფო ოჯახ­სა და ბელ­გი­ის მხა­რეს ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში შე­აქვთ. თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ, გთხოვთ, მი­ი­ღოთ თქვენ მი­მართ ჩემი უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა,"-ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

"ინტერპრესნიუსი"